ჩვენი კომპანია ორიენტირებულია გამოავლინოს, თქვენი ბიზნესის შესაძლო სუსტი მხარეები და დასახოს განვითარების პერსპერტივები.
ჩვენი აუდიტორული მომსახურების პაკეტში შედის:
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი გულისხმობს კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას. შესამოწმებელი ანგარიშგებებია:
- კომპანიის ფინანსური მდგომარეობა (ბალანსი).
- საქმიანობის შედეგები (მოგება-ზარალი).
- ფულადი სახსრების მოძრაობა (ქეშფლოუ)
- კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება.
შემოწმების შედეგად გაიცემა აუდიტორული დასკვნა, აუდიტორულ დასკვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია (სურვილის შემთხვევაში) იქნება საჯარო, რაც განაპირობებს კომპანიის მიმართ სანდოობის ზრდას და განკუთვნილი იქნება მომხმარებელთა ფართო წრისთვის. კომპანიები აგრეთვე მიიღებენ დაწვრილებით ანგარიშს, გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ, გაიცემა რეკომენდაციები მათი გამოსწორებისა და აღმოფხვრის შესახებ.
ჩვენი კომპანიის აუდიტორული დასკვნა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანია უნისონში.
კომპანია რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში სარეგისტრაციო ნომრით SARAS-F-962995
- საგადასახადო აუდიტი;
საგადასახადო აუდიტი გულისხმობს ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას, საგადასახადო რისკების შეფასებას და მათ მინიმუმამდე დაყვანას.
აუდიტის პროცესში მოწმდება ცალკეული გადასახადები:
- დამატებითი ღირებულების გადასახადი;
- საშემოსავლი გადასახადი;
- მოგების გადასახადი;
- აქციზის გადასახადი;
- ქონების გადასახადი;
შემოწმების შემდგომ თქვენ მიიღებთ აუდიტორულ დასკვნას, გამოვლენილი დართვევა-ნაკლოვანებების მითითებით და მათი გამოსწორების რეკომენდაციებით.